Heritage Redefined for Modern Living
კოსტავა 49
Heritage redefined
ეს შენობა თბილისის ურბანული იერსახის განუყოფელი ნაწილია. მოწმეა ყველა იმ ცვლილებისა, რომელიც, თითქმის ერთი სრული საუკუნის განმავლობაში, ქალაქმა განიცადა. ნაგებობა ინდუსტრიული აღმავლობის ეპოქას ეკუთვნის, როცა ამბიციური პროექტები, ფართო მასშტაბებზე გათვლილი არქიტექტურული ძეგლები იქმნებოდა. ის ერთდროულად არის ამ პერიოდიდან შემორჩენილი ცოცხალი ნიმუში და სიმბოლო, რომელიც ინახავს ქალაქის მეხსიერებას და დღემდე მისი ფუნქციურობისა და ფორმის განმსაზღვრელია.




რიკარდო ბოფილი
არქიტექტურა უწყვეტ გარდასახვაში
ბარსელონას მახლობლად მდებარე მიტოვებული ცემენტის ქარხნის რესტავრაციის შედეგად ფუნქციურად ახალი შენობა გაჩნდა. ნაგებობამ დანიშნულების თვალსაზრისით სრული გარდასახვა განიცადა, თუმცა მის ვიზუალში დღემდე შენარჩუნებულია წარსული იერსახის სახასიათო, განმსაზღვრელი დეტალები. პირვანდელი ბეტონის კონსტრუქცია, მარცვლეულის შესანახი რეზერვუარები ოფისებად და სტუდიებად გადაკეთდა. ინტერიერის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა მცენარეული საფარი, რომელიც შენობის უხეშ, მკაცრ კონტურებს აბალანსებს. პროექტი მუდმივად ტრანსფორმაციაშია. მისი იდეაა, არქიტექტურას, როგორც ევოლუციის უწყვეტ პროცესს მიუდგე. ამ დინამიკურ სივრცეში წარსული და აწმყო ერთიანდება.
იხილეთ სტუდიათანამედროვე საცხოვრებელი სივრცის სტრუქტურა

არქიტექტურა
ისტორიული ნაგებობის აღდგენა მიზნად ისახავს, პატივი მიეგოს მის წარსულს და ამავდროულად, შესაძლებელი გახდეს მისი თანამედროვე ცხოვრების სტილთან ადაპტაცია. შენობის პირვანდელი იერსახის დეტალები და გამოყენებული მასალა სრულ თანხვედრაშია განახლებულ ვერსიასთან. შენარჩუნებულია ძველი მახასიათებლები, თუმცა არ ხდება მისი წარსულში გაძეგლება.

აპარტამენტები
აპარტამენტები ყოველდღღიურობაზეა მორგებული. სინათლისა და სივრცის ჰარმონიულად გადანაწილებით, იქმნება ერთიანობის განცდა, შეგრძნება, რომ ბინა თქვენზეა მორგებული, თითოეული დეტალი გულდასმით არის შერჩეული და აქ ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტულია.

საერთო სივრცეები
სახლის მიღმა არის საერთო სივრცეები, რაც სხვებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა. პირადი სივრციდან ამ გარემოში გადანაცვლება, რესტორანი იქნება, სპა, თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივ განცდას ტოვებს. სივრცეები აზრობრივად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ასევე თავად ნაგებობის სტრუქტურას.
.avif)
კოსტავა 49
plan your visitშიდა სივრცე
ეს სივრცეები ყოველდღიური ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად იქცევა. გეხმარებათ, მიჰყვეთ ყოველდღიურ რუტინას, იყოთ სოციალურად აქტიური, შეინარჩუნოთ კონცენტრაცია, განიტვირთოთ და აღიდგინოთ ძალები.
შექმნილია ყოველდღიური კომფორტისთვის
სერვისები შექმნილია თქვენი კომფორტისთვის, ყოველდღიურობის მაქსიმალურად გასამარტივებლად.

- დალაგების სერვისი
- 24/7 კონსიერჟის მომსახურება
- ნარჩენების გატანა
- 24/7 დაცვა და უსაფრთხოება
- „ჭკვიანი სახლის“ ელემენტები
- მაცხოვრებლებისთვის შექმნილი აპლიკაცია
- ქონების მართვის სერვისები

Ricardo Bofill: La Fábrica
დაუკავშირდით გაყიდვების გუნდს
პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების მისაღებად, დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები. ჩვენ კი მალე გიპასუხებთ.
We will review your message and contact you with further details





































