პარტნიორები

არქიტექტურული ხედვა: Ricardo Bofill Taller de Arquitectura

პროექტის კონცეფცია შთაგონებულია Ricardo Bofill Taller de Arquitectura (RBTA)-ის არქიტექტურული ხედვით. ტერმინი Taller ესპანურად სახელოსნოს აღნიშნავს, რაც ზუსტად გადმოსცემს არქიტექტურასთან მიმართებით მათ ფილოსოფიურ მიდგომას. ეს პარადიგმა ერთდროულად პრაქტიკულ ოსტატობასა და თეორიულ, ინტელექტუალურ საფუძვლებს აერთიანებს. ცნობილი La Fábrica-ს სათავო ოფისიდან გუნდი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას - ადგილობრივ ხელოვანებთან, არქიტექტორებთან, მშენებლებთან თანამშრომლობით ქმნის პროექტებს, რომლებიც თავისი ფორმითა და მასალებით სამაგალითოა. ადგილობრივი, ხალხური ტრადიციებისა და თამამი, თანამედროვე დიზაინის შერწყმით იქმნება სივრცეები, რომლებსაც აქვთ მყარი კულტურული და არქიტექტურული საფუძვლები.

ეწვიეთ საიტს
Photo
Photo

არტ-კონსულტანტი: Pierre Alexis Guinet (PAG)

Based in Paris, Pierre-Alexis Guinet and his agency, PAG, are the creative visionaries behind the visual identity and aesthetic narrative of our projects. Specializing in art direction that bridges the worlds of high fashion, editorial photography, and luxury hospitality, Pierre-Alexis brings a sophisticated, curated lens to the Immobiliare portfolio.

ეწვიეთ საიტს

აუდიო ბრენდინგი & მუსიკალური ეფექტები: Listen To

პროექტის ფარგლებში აუდიო ბრენდინგის შექმნაზე Listen To-მ იმუშავა. სააგენტო ბრენდის იდენტობას ხმოვან პრაქტიკაში გარდაქმნის, ქმნის აკუსტიკურ გამოცდილებას, რომელიც უკეთ წარმოაჩენს სივრცესა და არსებულ გარემოს. მუსიკის, ადამიანებისა და გარემოს ჰარმონიული შერწყმით, Listen To ზრუნავს იმაზე, რომ ჟღერადობა ჩვენი კონცეფციის ორგანული ნაწილი იყოს.

ეწვიეთ საიტს
Photo
Photo

ფინანსური პარტნიორი: TBC Bank

TBC ბანკთან პარტნიორობა ფინანსური გარანტიების გარდა, უსაფრთხოებას, დაცულობას უზრუნველყოფს. პროექტის თითოეულ ეტაპზე ჩვენს საერთო ხედვას ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სანდო, სტაბილური, ძლიერი პარტნიორი.

ეწვიეთ საიტს

სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი: Resense Spa

ჩვენი პარტნიორი - Resense - შენობაში გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობაში გვეხმარება. შვეიცარიული პრემიუმ ველნეს-ბრენდი ცნობილია თავისი უნიკალური, ინოვაციური მიდგომებით. საუკუნოვანი სამკურნალო ტრადიციებისა და თანამედროვე მეთოდების ერთმანეთთან შერწყმით რელაქსაციის, თავის მოვლის სერვისების სრულიად ახლებური ხედვა ყალიბდება. 

ეწვიეთ საიტს
Photo
Photo

სავარჯიშო აღჭურვილობა: Technogym

ფიტნეს დარბაზი აღჭურვილია Technogym-ის უახლესი ინვენტარით - მსოფლიოში საუკეთესო სავარჯიშო ტექნიკითა და აქსესუარებით. ეს არის ბრენდი, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ინჟინერიასა და დახვეწილ, იტალიურ დიზაინს აერთიანებს. უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობა უზრუნველყოფს, რომ შენობის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ვარჯიშისას მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო ჰქონდეთ, როგორც ტექნიკის, ისე ვიზუალური ესთეტიკის თვალსაზრისით.

ეწვიეთ საიტს

3D ვიზუალური გამოცდილება: Smart Pixel

ჩვენი პარტნიორი - Smart Pixel - რეალობას ციფრულ სამყაროში ასახავს. 3D ვიზუალიზაციაში Smart Pixel-ის გამოცდილება უზრუნველყოფს, რომ თითოეული არქიტექტურული დეტალი და გარემო უმაღლესი სიზუსტით ავსახოთ პიქსელებში. მუშაობის პროცესში ეს პროექტზე სრულებით ახალ პერსპექტივას გვაძლევს.  

ეწვიეთ საიტს
Photo
I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E