Journal

‍ურბანული ცხოვრება

არქიტექტურული ბალანსი პირად და საზოგადოებრივ სივრცეს შორის

არქიტექტურული ბალანსი პირად და საზოგადოებრივ სივრცეს შორის

არის მომენტები, როცა ურთიერთობის დეფიციტს განვიცდით და მომენტები, როცა, პირიქით, მარტო ყოფნა გვსურს. მშვიდი გარემო, განმარტოება და ყოველდღიური რუტინა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვებთან კომუნიკაცია. სახლი კი სწორედ ის ადგილია, სადაც ეს ზღვარი ყველაზე მკაფიოდ უნდა იყოს გავლებული. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯებთ, შინ თავს დაცულად ვგრძნობთ, რადგან გარშემო, რაც ხდება, აქ ვერ მოგვწვდება. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამ დამცავი ბარიერის მიღმა, სამყაროსგან სრულებით იზოლირებული აღმოვჩნდეთ. განმარტოება იზოლაციაში რომ არ გადაიზარდოს, ამისთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ გვერდით შესაფერისი გარემოცვა გეგულება, ადამიანები, რომლებიც ცხოვრების მსგავს სტანდარტებსა და ღირებულებებს იზიარებენ.

კოსტავა 49-ის არქიტექტურა სწორედ ამ ბალანსის ირგვლივ არის დაპროექტებული. შენობა მაცხოვრებლებს სთავაზობს როგორც მშვიდ გარემოს, პირად სივრცეს, ისე საერთო სივრცეებს - გამაჯანსაღებელ ცენტრს, პრემიუმ კლასის რესტორანს, ფიტნეს დარბაზსა და რეზიდენტების კლუბს. ეს სერვისები სოციალურ ცხოვრებას ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად აქცევს.

ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს მორგებული სივრცეები

სავარჯიშო დარბაზში სიარული ან სადილად რესტორანში გასვლა ბევრად უფრო ადვილია მაშინ, როდესაც ეს წინასწარ დაგეგმვასა და სახლიდან მოშორებით გასვლას არ მოითხოვს. კოსტავა 49 თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ მაცხოვრებლებისთვის საჭირო თითქმის ყველა ობიექტი ტერიტორიულად ახლოსაა. თავად შენობის ინფრასტრუქტურა კი ამ მცირე მანძილსაც კი აქრობს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვისთან ერთად იყოფთ ამ სივრცეებს. ადამიანები, რომლებსაც რესტორანში, რეზიდენტების კლუბში ან გამაჯანსაღებელ ცენტრში ხვდებით, იმავე შენობაში ცხოვრობენ და მსგავსი არჩევანი გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და სად სურთ იცხოვრონ. ეს საერთო ინტერესები ურთიერთობების დამყარებას ბევრად მარტივს და ბუნებრივს ხდის.

სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რათა გარესამყაროს მოწყდეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. კოსტავა 49-ის გამაჯანსაღებელი სივრცეები ჰოლისტურ მიდგომას მიჰყვება. ეს არის გარემო, სადაც მაცხოვრებლებს შეუძლიათ მოდუნდნენ, ძალები აღიდგინონ და საკუთარ თავზე იზრუნონ.

იმავე პრინციპითაა შექმნილი ფიტნეს ზონაც. სპორტ დარბაზებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, ხალხმრავლობით გამოირჩევა და ხმაურიანია, აქ ვარჯიში ბევრად მშვიდ გარემოშია შესაძლებელი, ყურადღებაც ნაკლებად გეფანტება და ადვილია საკუთარ მიზნებზე კონცენტრირდე.

შენობაში ასევე წარმოდგენილია fine dining რესტორანი, რომელიც ტრადიციული ქართული სამზარეულოსა და სხვადასხვა ევროპული კერძის ნაზავს გთავაზობთ. აქ მიღებული გასტრონომიული გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. მაშინაც კი, როცა ცალკე გადიხარ საჭმელად, თავს მარტო არ გრძნობ, რადგან სივრცეს სხვებთან იზიარებ. სადილის გაზიარება ხომ ურთიერობის დამყარების ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.

რესტორანი შენობაში ერთადერთი სივრცე არაა, სადაც სოციალური ინტერაქცია შეგიძლიათ. რეზიდენტების კლუბი სწორედ ამისთვის შეიქმნა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი გარემოცვა, გაცვალოთ იდეები და თქვენთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილოთ ადამიანებთან, რომლებიც მსგავს ინტერესებს იზიარებენ.

ზღვარი პირად და საზოგადოებრივ სივრცეებს შორის

ამ ბალანსის დაცვაში თავად შენობის ისტორიული სტრუქტურაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პირვანდელმა დაგეგმარებამ შექმნა ბუნებრივი გამიჯვნის სისტემა, რომელიც არქიტექტორთა გუნდმა უცვლელად შეინარჩუნა და უფრო მეტად გაამყარა. სქელი კედლები, მაღალი ჭერი და მასიური კონსტრუქცია სივრცეებს შორის აკუსტიკურ და ვიზუალურ იზოლაციას უზრუნველყოფს. მასალები და პროპორციები მთელ შენობაში ერთიან გეგმას მიჰყვება. შესაბამისად, აპარტამენტებსა და საერთო სივრცეებს შორის გადასვლა მკვეთრი კონტრასტის გარეშე, ეტაპობრივად და ბუნებრივად აღიქმება.

სივრცე საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის

სივრცეები, რომლებშიც ვცხოვრობთ, ჩვენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. გარემოზეა დამოკიდებული შესაძლო ალტერნატივები, რას ვაკეთებთ, როგორ და ვისთან ერთად ვხარჯავთ დროს.

კოსტავა 49 სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ ცხოვრების ორივე განზომილებას შეუწყოს ხელი. მაცხოვრებლებს სთავაზობს გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ დღე საკუთარი სურვილების მიხედვით მართონ - დრო სხვების გარემოცვაში გაატარონ, ან გამარტოვდნენ. გარემო იძლევა სივრცეს საკუთარ თავთან ჩაღრმავებისთვის და იმისთვის, რომ თავი რაღაც უფრო დიდის ნაწილად იგრძნო. შენობა გეხმარებათ, გაამყაროთ კავშირი გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან.

Back

Bofill film title

Located outside Barcelona, an abandoned cement factory was transformed by preserving its industrial past. Original silos and concrete shells were repurposed into studios and offices, layered with lush gardens that soften the raw structure. This ongoing project treats architecture as a continuous evolution, where the factory’s past and modern life coexist in a living, breathing environment.

Concept

I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E