Journal
ურბანული ცხოვრება
სივრცე ყოველდღიური რიტუალებისთვის
ურბანული ცხოვრება

სივრცეები, სადაც ვცხოვრობთ, იმდენადვე ზემოქმედებს ჩვენზე, რამდენადაც ჩვენ მათზე. გარემო განსაზღვრავს ცხოვრების რიტმს. როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო პირობა და სერვისი ხელმისაწვდომია, რუტინა აღარ გვერთულება.
არქიტექტურა ყოველდღიურობაზე უნდა იყოს მორგებული და კოსტავა 49 სწორედ ამ მიდგომით იქმნება. ეს არის სივრცე, სადაც მშვიდ გარემოში, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის გრჩება დრო.
აქ თითოეული დეტალი დიდი ფიქრის შედეგად არის შერჩეული, იქნება ეს მასალები, სივრცის დაგეგმარება, ჭერის სიმაღლე, ბუნებრივი სინათლის განაწილება თუ გადასვლა შიდა და გარე სივრცეებს შორის. ბინებიც ასეთივე სიზუსტით არის დაპროექტებული. სინათლის ჰარმონიულად გადანაწილებით, მაღალი ჭერითა და თბილი, მშვიდი ტონებით, მთელ შენობაში ერთიანობის განცდა იქმნება. თაღოვანი ფორმები, ბუნებრივი ქვა და ბაცი ფერები, შენობაში მშვიდ გარემოს ქმნის.
დღე რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით
დღის განმავლობაში, ჩვენს განწყობას მცირე დეტალები განსაზღვრავს. დილის ვარჯიში, სანამ ქალაქი გაიღვიძებს; სპა, განტვირთვა და თუნდაც, ერთი საათი, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს უთმობ; სადილით მიღებული სიამოვნება, როცა არსად გეჩქარება... სწორედ ეს პატარა რიტუალები გვეხმარება სიმშვიდის, აწმყოს შეგრძნებისა და საკუთარ თავთან ჰარმონიის შენარჩუნებაში.
შენობაში არსებული ფიტნეს ზონა ჯანმრთელობასა და სხეულზე ზრუნვისთვის იდეალური გარემოა. აქ შეგიძლიათ სიმშვიდეში ივარჯიშოთ ისე, რომ ხმაურმა არ შეგაწუხოთ და კონცენტრაციაში ხელი არ შეგიშალოთ. გამაჯანსაღებელი სივრცეები კი, განტვირთვის, სხეულისა და გონების რელაქსაციის საშუალებას იძლევა. გეოთერმული აბაზანები, ჰიდროთერაპია და მოსასვენებლი სივრცეები ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ჰოლისტურ მიდგომას გთავაზობთ. გასტრონომიული გამოცდილებაც საკუთარ თავზე ზრუნვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, როგორც ვარჯიში და დასვენება. შენობაში არსებული რესტორანი ტრადიციული ქართული და ევროპული კერძების შთამბეჭდავ მრავალფეროვნებას გთავაზობთ, სეზონურად განახლებადი მენიუთი.
რიტუალების აღსრულება აუცილებლად განმარტოებას არ მოითხოვს. ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი მომენტები სწორედ ისინია, რომლებსაც სხვებთან ვიზიარებთ. ერთობლივი ვახშამი, მეზობელთან მოულოდნელად წამოწყებული საუბარი, საღამო, როცა სხვისმა მოყოლილმა ამბავმა ჩვენი პერსპექტივა შეცვალა - მსგავსი ინტერაქციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი თავისთვის დათმობილი დრო.
კარჩაკეტილი ცხოვრებით ბალანსის მიღწევა შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც დაგაფიქრებენ და შთაგაგონებენ. რეზიდენტების კლუბი სწორედ ამ იდეას ემსახურება. აქ, ვიწრო წრეში, მაცხოვრებლებს ერთმანეთთან დაახლოების, საქმეზე კონცენტრირების, ან პირიქით, საქმისგან ამოსუნთქვის შესაძლებლობა აქვთ. სამუშაო დღის ბოლოს, ერთი ჭიქა კოქტეილით, ან ვისკით ხელში მეზობელთან საუბარი, ფილმის ყურება, სხვადასხვა თამაში და საინტერესო დისკუსიები - ცხოვრების სტილი, რაც, როგორც წესი, სახლიდან გასვლას მოითხოვს, ამ შენობის ინფრასტრუქტურის ნაწილია.
შენობა რომელიც ისტორიას ინახავს
კოსტავა 49-ს თავისი ისტორია აქვს. შენობამ სხვადასხვა ეპოქა გამოიარა და წარსული დღესაც მკაფიოდ იგრძნობა მის არქიტექტურასა და ინტერიერის კონკრეტულ დეტალებში. როდესაც ამ სივრცეში შედიხართ, თქვენც მისი ისტორიის ნაწილი ხდებით. ნაგებობას სხვა სიღრმე და სიმყარე აქვს, რაც უცხოა ახლად აშენებული კონსტრუქციებისთვის.
შეჯამება
სივრცეები, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ცხოვრება. როდესაც არქიტექტურა კონკრეტული ჩანაფიქრითა და მიზნით იქმნება, ის ცხოვრების გარკვეულ წესს უწყობს ხელს. კოსტავა 49 გთავაზობთ ინტერიერსა და სერვისებს ჰარმონიასა და ბალანსზე დაფუძნებული ცხოვრების სტილის შესაქმნელად. ეს არის გარემო, სადაც ქალაქის სწრაფი ტემპი ზღურბლს მიღმა რჩება, თქვენ კი შეგიძლიათ მიჰყვეთ საკუთარ ცხოვრების რიტმს.
Bofill film title
Located outside Barcelona, an abandoned cement factory was transformed by preserving its industrial past. Original silos and concrete shells were repurposed into studios and offices, layered with lush gardens that soften the raw structure. This ongoing project treats architecture as a continuous evolution, where the factory’s past and modern life coexist in a living, breathing environment.