Bofill
Eco Resort Montinhoso
ბუნებაში ჩაფლული ეკო კურორტი ლისაბონის მახლობლად მდებარეობს. მოდულური ასაწყობი შენობები ბილიკების გასწვრივ არის განლაგებული, საიდანაც გზა რესტორნის, სპორტული დარბაზის, სპას მიმართულებით მიდის. ვილებს გარს არტყავს სასოფლო-სამეურნეო ზონა - ხეხილის ბაღები, ბოსტანი, სკები. კურორტის სტუმრებს შეუძლიათ აქ მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიირთვან. პროექტის არქიტექტურა მაქსიმალურად ითვლასწინებს გარემოს. იმისთვის, რომ გარშემო არსებული ხედები და ბუნება არ დაიჩრდილოს და ლანშაფტზე ზემოქმედება იყოს მინიმალური, შენობები არის დაბალი და ნაკლებ გრანდიოზული. სივრცეების ბუნებასთან ჰარმონია აქ არსებული გარემოს მთავარი სახასიათო დეტალია. კურორტის სივრცობრივი გადანაწილება თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა და სიმშვიდის, გარე სამყაროსთან ერთიანობის განცდას ტოვებს.




