Bofill
École des Mines Benguerir
ბენგერირი
ბენგერირში UM6P-ის კამპუსის მთავარ შესასვლელთან მდებარე სკოლა - École des Mines 15 000 კვადრატულ მეტრს იკავებს. აკადემიურ სივრცეს გარს არტყავს ღია ეზოები ტროპიკული ლანდშაფტით. ქუჩის მხარეს შენობის ფასადი უფრო დახურულია. მასში ინტეგრირებულია წრიული ღიობები და ხაზოვანი დეტალები, საიდანაც შენობაში ბუნებრივი სინათლე აღწევს. ამგვარი ექსტერიერი შიდა სივრცეს უცხო თვალისგან იზოლირებულს ხდის. მთავარ მოედანზე არის ატრიუმი, სადაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კამპუსის ყოველდღიური ცხოვრება იკვეთება. ნაგებობა, მოპირკეთებული ბეტონის თბილი, ნარინჯისფერი ტონით, სრულ თანხვედრაშია მის გარშემო არსებულ სივრცესთან და უნივერსიტეტის საერთო არქიტექტურულ სტილთან ერთიანობას ქმნის.




















No items found.