Bofill

Palais des Congrès Benguerir

ბენგერირი

ბენგერირის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე საკონფერენციო დარბაზის შენობა რვაკუთხა სვეტებს დაყრდნობილი ვრცელი ვერანდის ტიპის ნაგებობაა. არქიტექტურული თვალსაზრისით, Palais des Congrès Benguerir არსებულ პერიმეტრზე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ობიექტია, რადგან მისი ექსტერიერი ადვილად იქცევს ყურადღებას. შესასვლელი გარე დერეფნიდან პირდაპირ მთავარ აუდიტორიაში ხვდები, ან შეგიძლია, შენობაში არსებული სხვა სივრცეებისკენ გადაუხვიო. ზღურბლზევე იქმნება განცდა, რომ დანიშნულების ადგილას ხარ. შენობის დარჩენილ ნაწილში გვხვდება ვიწრო, მაღალი ფანჯრები და პირმაღი, საიდანაც ბუნებრივი სინათლე აღწევს ინტერიერში. ამგვარი ფასადი ანტიკურ არქიტექტურას ახასიათებს. აუდიტორია თბილ ფერებში გადაწყვეტილი ხის პანელებით არის გაწყობილი, რასაც ერთი მხრივ, აკუსტიკური, ხოლო მეორე მხრივ, ვიზუალური ფუნქცია აქვს. კომპოზიცია იდეალურად აბალანსებს მყარ, მასიურ და ღია, გამჭვირვალე ფორმებს. ასე იქმნება საზოგადოებრივი სივრცე საუნივერსიტეტო და სამოქალაქო ღონისძიებებისთვის. 

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

No items found.
I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E