Bofill
Saint Teresa Sanctuary
ტირანა
ლაპიდარის ბორცვზე, რომელიც ტირანას გადმოჰყურებს, მდებარეობს დედა ტერეზას სახელობის ტაძარი. ეს საკრალური მნიშვნელობის ადგილი მთლიანად ბუნებით არის გარშემორტყმული და გარემოსთან სრულ ჰარმონიაშია. კომპლექსი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება - ეკლესია, მემორიალი და პავილიონი. ნაგებობა მთის ფერდობზეა და ქალაქიდან მასთან მისასვლელი გზა ნელ, აღმავალ ბილიკზე გადის. გზადაგზა ქალაქის ხედებს ღია ჰორიზონტი ანაცვლებს. ბილიკის გასწვრივ ხუთი ბაღია, სადაც შეგიძლია შეისვენო და წამით ჩაფიქრდე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია. ბუნებრივი სინათლე ინტერიერში ღიობებიდან და კოშკში გამოჭრილი ვიტრაჟებიდან აღწევს. გამოყენებული მასალების ფერთა პალიტრა ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი. ეს ფერები განზრახ არის შერჩეული, რადგან დედა ტერეზასთან ასოციაციას იწვევს. ყველა ეს დეტალი შენობას მოკრძალებულ იერსახეს აძლევს და სისუფთავის, საკრალურობის განცდას ქმნის.








