Bofill

Université Mohammed VI Polytechnic - Études avancées

რაბატი

Université Mohammed VI Polytechnic-ის კამპუსი რაბატში თითქმის 100 ჰექტარს იკავებს. შენობა 2 000 სტუდენტზეა გათვლილი. ეს საუნივერსიტეტო ქალაქის ცენტრის გაფართოების პროექტის შემდეგი ეტაპია. მანამდე არსებულ კომპლექსს დაემატა სპორტული და რეკრეაციული ცენტრი - Lydex; ადმინისტრაციის ნაწილი და სხვადასხვა ფაკულტეტისთვის განკუთვნილი სასწავლო დაწესებულებები.    

კამპუსის ორ ფლანგს ერთმანეთთან საფეხმავლო გზა აკავშირებს. მათ შორის, გზაგასაყართან მდებარეობს Centre des Congrès (საკონფერენციო დარბაზი). ნაგებობა წრიული და ხაზოვანი ფორმებით არის დაგეგმარებული, რაც ამარტივებს კამპუსის ერთი ფრთიდან მეორემდე გადაადგილებას და ამ უკანასკნელს შეხვედრის წერტილად აქცევს. ამ ფუნქციის გამო, როგორც შუამავალი რგოლი, ეს სივრცე საზოგადოების თავშეყრის ადგილია. 

მთლიანობაში, კამპუსი აერთიანებს რაბატის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ ვერტიკალურ ფორმებსა და ჰორიზონტალურ, ფართო სივრცეებს, რომლებიც კოლექტიურ მიზნებსაა მორგებული. ასეთებია, მაგალითად, სალექციო აუდიტორიები, სპორტული დარბაზები. ამ ტიპის სივრცეებში უფრო მაღალტექნოლოგიური მასალებია გამოყენებული. რაც შეეხება ავტოსადგომებს, ისინი მიწისქვეშაა მოწყობილი, რათა სივრცე მთლიანად დაეთმოს გამწვანებასა და სპორტულ მოედნებს. ამასთან, კამპუსის ტერიტორიაზე წახალისებულია ფეხით გადაადგილება, ან ისეთი ტრანსპორტის გამოყენება, როგორიცაა ველოსიპედი, სკუტერი. პერიმეტრზე გამოყოფილია ცალკე ადგილი სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და მსგავსი ტიპის სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისთვის.

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

No items found.
I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E