Journal
ურბანული ცხოვრება
აბანოების თბილისური ტრადიცია კოსტავა 49-ში
ურბანული ცხოვრება

ლეგენდის თანახმად, მეხუთე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალი მთაწმინდის მახლობლად, ტყით დაფარულ ხეობაში ნადირობდა. ნადირობისას მისი მიმინო ხოხობს დაედევნა და ორივე ფრინველი ცხელ წყალში ჩავარდა. როდესაც მეფის ამალა დაეწია, უკვე ორივე მოხარშულიყო. ამ წყლების სამკურნალო თვისებებით მოხიბლულმა მეფემ გადაწყვიტა, ამ ადგილას ქალაქი დაეარსებინა.
დედაქალაქის სახელიც აქედან მოდის - „თბილი“. ეს წყაროები თხუთმეტი საუკუნის შემდეგაც აქტიურია. მათ გარშემო ჩამოყალიბებული რიტუალები კი უწყვეტად გრძელდება.
გოგირდის წყლის შემადგენლობა
თბილისის ისტორიული აბანოები აბანოთუბნიდან მარაგდება. წყალს გაცხელება არ სჭირდება, ბუნებრივად მაღალი ტემპერატურისაა. მისი მინერალური შემადგენლობა უნიკალურია. ძირითადი კომპონენტებია - გოგირდი, კალციუმი, ნატრიუმი და ა.შ. აბანოებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნიც აქედან მოდის. ეს განპირობებულია იმ მინერალებით, რომლებიც წყალს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს.
გოგირდის აბანოში პროცედურების ტრადიციული თანმიმდევრობა საუკუნეების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა - გაცხელებული ქვის ზედაპირი, ორთქლი, ქისა და ბოლოს, მინერალური წყალი. ეს ციკლი აგებულია ტემპერატურასთან მიმართებით ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციაზე. პროცედურის დადებითი ეფექტები მრავალჯერ გამოკვლეული და დადასტურებულია და საქვეყნოდ არის ცნობილი. სასარგებლოა, კანისთვის, სახსრებისა და კუნთოვანი ქსოვილების რელაქსაციისთვის, ეხმარება სისხლის მიმოქცევას, ამშვიდებს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
გეოთერმული ტრადიციები კოსტავა 49-ში
კოსტავა 49-ში მაცხოვრებლებისთვის ამ ტრადიციული პრაქტიკის სპეციალური ვერსია შეიქმნა. გამაჯანსაღებელი სივრცეების კონცეფცია შვეიცარიულ პრემიუმ ველნეს-ბრენდს, Resense-ს ეკუთვნის, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური, ინოვაციური მიდგომებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კონცეფცია ქალაქის საუკუნოვან გეოთერმულ ტრადიციებს ეფუძნება. თაღოვანი სივრცეები, და პროცედურების გადანაწილება თბილისის ისტორიული აბანოების სპეციფიკის მსგავსია.
სტუმარი გადის ცივი პროცედურებიდან თბილ მინერალურ აუზებამდე არსებულ ციკლს, რომელიც სპეციალურ მოსასვენებელ გარემოში სრულდება. სხეულის თავდაპირველი რეაქციაა - ერთიანი მოჭიმვა, გამოღვიძება. ნერვული სისტემა აქტიურდება და კუნთები იკუმშება, რასაც შემდეგ ეტაპზე თბილ მინერალურ აუზში მოდუნება მოსდევს. ეს ყველაზე ხანგრძლივი ფაზაა, რომელიც აბანოების ტრადიციული მოდელიდან არის გადმოღებული. ციკლი მოსასვენებელ გარემოში სრულდება. ტემპერატურის, განათების, ხმისა და არომათერაპიის მონაცვლეობით, ეს გამოცდილება ინტენსიურ და მშვიდ ფაზებს შორის ბალანსს ამყარებს და ხელს უწყობს ნერვული სისტემის რეგულაციას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის დაძაბულობას და ამაღლებს საერთო ტონუსს.
გამაჯანსაღებელ ცენტრს დასვენებასთან ერთად, სოციალური ფუნქციაც აქვს. წყვილებსა და ახლო მეგობრებს შეუძლიათ ეს ციკლი ერთად გაიარონ. სივრცე მოწყობილია, როგორც ინდივიდუალურად განტვირთვისა და ძალების აღდგენისთვის, ასევე ერთობლივად დროის გასატარებლად.
ყოველდღიური რიტუალები
აბანოების ტრადიცია თბილისის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. კოსტავა 49-ს ეს რიტუალი თავისი მაცხოვრებლების ყოველდღიურობაში, მათ ცხოვრების რიტმში შემოაქვს. გეოთერმული პროცედურები ჩვეულებრივი რუტინის ნაწილი ხდება, როგორც გზა დასვენების, ძალების აღდგენისა და ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
Bofill film title
Located outside Barcelona, an abandoned cement factory was transformed by preserving its industrial past. Original silos and concrete shells were repurposed into studios and offices, layered with lush gardens that soften the raw structure. This ongoing project treats architecture as a continuous evolution, where the factory’s past and modern life coexist in a living, breathing environment.