Journal

არქიტექტურა & დიზაინი

რა გავლენა აქვს არქიტექტურას ცხოვრების სტილზე

რა გავლენა აქვს არქიტექტურას ცხოვრების სტილზე

არქიტექტურა დროზე დამოკიდებული ფენომენია. ის საჭიროებებთან, კონტექსტსა და დროსთან ერთად ვითარდება. სწორედ ეს არის Bofill Taller de Arquitectura-ს მეთოდოლოგია, ხოლო La Fábrica ამ მიდგომის მანიფესტია. რიკარდო ბოფილის პროექტი დასტურია იმისა, რომ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს გავლენა აქვს შენობის აწმყოზე, თუმცა ეს გადაწყვეტილებები მათ საბოლოო ბედს არ განსაზღვრავს. ცემენტის ქარხანა შეიძლება არასტანდარტულ სახელოსნოდ გარდაიქმნას. ნაგებობამ შეიძლება არსებობა განაგრძოს სხვა ფორმით, გასცდეს თავის თავდაპირველ დანიშნულებას.

სივრცეები, რომლებშიც ვცხოვრობთ, ჩვენი ცხოვრების წესს აყალიბებს. მათი პირველსაწყისები კი დროში განგრძობითია. ქარხანა, სადაც ერთ დროს დანადგარებს ამუშავებდნენ, დღეს, საცხოვრებელ სივრცედ გადაიქცევა. ქარხნის ფანჯარა კი ადგილად, სადაც ადამიანები წიგნის საკითხავად მოკალათდებიან. წარსულის ნაკვალევი შენობის ხასიათს განსაზღვრავს. გარემო ქმნის ჩვენს რეალობას. 

ყველა ოთახს თავისი წესი აქვს

სივრცე მხოლოდ თავშესაფარს არ უზრუნველყოფს. სივრცე აწესებს საზღვრებს, იერარქიას და გადაადგილების ტემპს განსაზღვრავს. პომპეზური შესასვლელი შენობის მნიშვნელოვნებაზე მიუთითებს, დაბალი ჭერი მყუდროებას ქმნის, ღია კონცეფცია მეტი ურთიერთობის, ხოლო ტიხრებით გამოყოფილი ოთახები განმარტოების საშუალებას იძლევა.

როდესაც სივრცეში შევდივართ, ჩვენც ავტომატურად მის ლოგიკას ვექვემდებარებით. დროთა განმავლობაში, ეს სტრუქტურა ჩვენს აზროვნების წესზე მოქმედებს, გადაადგილების ტრაექტორიას და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას განსაზღვრავს. სივრცის კონფიგურაციასა და ადამიანის ქცევას შორის არსებულ ამ კავშირს არქიტექტორები უკვე დიდი ხანია აცნობიერებენ.

შენობებს ახსოვთ

ნაგებობების უმეტესობა, თუ დროს გადაურჩა, თავის პირვანდელ ფუნქციას იცვლის. ქარხნები სახელოსნოებად (როგორც La Fábrica-ს შემთხვევაში), ან ღამის კლუბებად და გალერეებად გარდაიქმნება. სათავო ოფისები საცხოვრებელ სახლებად იქცევა, ხოლო საწყობები - სკოლებად.

მთავარი კითხვა ის არის, თუ რა ხდება შემდეგ. დემონტაჟის შემთხვევაში, წარსული სრულად უნდა წაიშალოს და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. რენოვაციის დროს კი ნარჩუნდება იერსახე და შენობა ახალ დანიშნულებას ითავსებს. არცერთი მიდგომა არ არის თავისთავად მცდარი, თუმცა მათ ქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისთვის სრულიად განსხვავებული შედეგები მოაქვთ.

შენობა, რომელიც ახალ ფუნქციას ითავსებს, თავის ისტორიას აწმყოში აგრძელებს. იმის მიუხედავად, რომ ფუნქცია იცვლება, მისი პირვანდელი პროპორციები, მასალები და სივრცობრივი კავშირები მკაფიოდ აღქმადი რჩება. ახალი მაცხოვრებლები იკავებენ ოთახებს, რომლებიც წინა თაობების დროს შეიქმნა. შენობის კედლები ინახავს წარსულს და პარალელურად ახალ სიცოცხლეს იძენს.

თბილისის ისტორიული შენობის მომავალი

კოსტავა 49 სწორედ ამ პრინციპს მიჰყვება. შენობა 1936 წელს, არქიტექტორ მიხეილ ნეპრინცევის მიერ არის დაპროექტებული. ეს უნდა ყოფილიყო ჩაის ადმინისტრაციული ცენტრი, საიდანაც 97 ფაბრიკა და პლანტაციები იმართებოდა.

ხუთი წლის შემდეგ შენობის დანიშნულება შეიცვალა. ამჯერად აქ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო განთავსდა. შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში, ნაგებობა სწორედ ამ დანიშნულებით ფუნქციონირებდა. 1987 წელს კოსტავა 49-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ, რაც 2007 წელს სამინისტრომ შენობა დატოვა, ნაგებობის მომავალი ბუნდოვანი იყო. მისი ამჟამინდელი გარდაქმნა საცხოვრებელ კომპლექსად ამ ისტორიაში ახალი ფურცელია.

ქვაში ნაკვეთი ისტორია

შენობის სტრუქტურა თავისივე არქიტექტურული ელემენტებით საუბრობს. სტალინური ეპოქის მასიური სვეტები მოწიწებისა და მარადიულობის შეგრძნების გასაღვივებლადაა შექმნილი. ამ სვეტებზე განთავსებული კორინთული კაპიტელები კლასიკური ორნამენტებით ამშვენებს ფასადს და წარმოაჩენს, როგორ იმეორებს საბჭოთა მონუმენტალიზმი ბერძნული არქიტექტურის ესთეტიკას.

ტრადიციული ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელ თაღებს ნაგებობაში ეროვნული ხასიათი შემოაქვს. ამ დეტალს ხშირად ვხვდებით XX საუკუნის დასაწყისის ქართულ არქიტექტურაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ შენობა თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

აღდგენითი სამუშაოების შემდეგ შენობას დაემატა თაღები, რომლებიც რიკარდო ბოფილის ხელწერას იმეორებს. ინდუსტრიული სტილი კლასიკურ გეომეტრიულ ფორმებს ერწყმის. ორი ეპოქის - წარსულისა და აწმყოს დიალოგის ფონზე დროში უწყვეტობის განცდა იქმნება.

ნაგებობა, რომელმაც დროთა სვლას გაუძლო

არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება შენობის წარსულში გაძეგლებას არ ნიშნავს. ნაგებობები, რომლებიც ფუნქციურობას ინარჩუნებს, დროსაც უძლებს და გადარჩება. თუ შენობა ახალ რეალობას ვერ ერგება, თავისი ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, შეიძლება მისი დემონტაჟი მოხდეს.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა, ისევე როგორც La Fábrica, დასტურია იმისა, რომ ნაგებობას შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი ისტორია და ამავდროულად თანამედროვე მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდეს. მაცხოვრებლები, რომლებიც ამ სივრცეებს დაიკავებენ, მემკვიდრეობით მიიღებენ ათწლეულების წინ გაწერილ სივრცით განლაგებას. შენობის სტრუქრტურა და მისი სახასიათო დეტალები უცვლელი რჩება. იცვლება მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების წესი.

Back

Bofill film title

Located outside Barcelona, an abandoned cement factory was transformed by preserving its industrial past. Original silos and concrete shells were repurposed into studios and offices, layered with lush gardens that soften the raw structure. This ongoing project treats architecture as a continuous evolution, where the factory’s past and modern life coexist in a living, breathing environment.

Concept

I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E