Bofill

La Fábrica

სან-ჟუსტ-დესვერნი

Bofill Taller de Arquitectura-ს სათავო ოფისი გუნდის სამუშაო მეთოდოლოგიის ფიზიკური მოდელია. La Fábrica არის როგორც სახელოსნო სივრცე, ასევე ამ კონკრეტული არქიტექტურული მიდგომის ხორცშესხმა რეალობაში. ნაგებობა ერთგვარი ექსპერიმენტია - განასახიერებს იდეას, რომ არქიტექტურა წარმავალია, დროის სხვადასხვა მონაკვეთში მისი დანიშნულება იცვლება, ხოლო ფუნქცია ყოველთვის კონტექსტზეა დამოკიდებული. La Fábrica არის ნაგებობა, რომელიც მუდმივი განახლების პროცესშია და აქ შექმნილი პროექტებიც იმავე პარადიგმას მიჰყვება.

ბარსელონასთან ახლოს მდებარე მიტოვებულ ცემენტის ქარხანაზე მუშაობა დაიწყო იდეით, რომ სრული ტრანსფორმაციის მაგივრად, მისი წინარე იერსახე შენარჩუნდებოდა. მარცვლეულის შესანახი რეზერვუარები, გვირაბები, ბეტონის შიშველი კონსტრუქციები ხელუხლებული სახით არის შემონახული, ისე რომ, სტუდიებად, ოფისებად, არქივებად და გამწვანებულ შიდა ეზოებად გადაკეთდა. დროთა განმავლობაში, პროექტი სულ უფრო ვითარდება. ყოველი ახალი ეტაპი წინაზეა დაშენებული. ამგვარად, იქმნება დიალოგი მემკვიდრეობით მიღებულ ფორმებსა და ახალ ფუნქციებს შორის. შიდა სივრცეები ინარჩუნებს თავდაპირველად არსებული ქარხნისთვის დამახასიათებელ ინდუსტრიულ დიზაინს, რასაც აბალანსებს გარე სივრცე, მცენარეული საფარი, რომელიც მთელ ნაგებობას თან გასდევს და გარემოში სრულიად ახლებური განწყობა შემოაქვს. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ცოცხალი ორგანიზმი - შენობა, რომელიც არქიტექტურას უწყვეტი ცვლილების დისციპლინად წარმოაჩენს, სადაც თანამედროვეობა და წარსული ერთიანდება.

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

No items found.
I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E