Bofill

Lydex

რაბატი

Lydex-ი რაბატის UM6P-ის კამპუსის დაახლოებით, ერთ მეოთხედს იკავებს. საუნივერსიტეტო ქალაქის ეს ნაწილი აერთიანებს აკადემიურ სექტორს, ადმინისტრაციას, სოციალურ-კულტურულ თავშეყრის ადგილებს, სტუდენტურ საცხოვრებლებსა და მასშტაბურ სპორტულ კომპლექსს. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილს სარბენი ბილიკი იკავებს, რომელიც პერიმეტრს ორ ნაწილად - სასწავლო და საცხოვრებელ სივრცეებად ჰყოფს. უსწორმასწორო რელიეფის გამო, კამპუსის ორივე ფრთა შემაღლებულ, საფეხურებრივ პლატფორმებზეა გაშენებული, რომლებიც მიწის დონეების ცვლილებას ერგება. ამგვარი განლაგება სივრცეებს შორის მონაცვლეობისას მკაფიო საზღვრებს ავლებს და გარდამავალ ზონებს ქმნის. თითოეულ შენობას შიდა სივრცეში თავისი სახასიათო დეტალი გამოარჩევს (იქნება ეს სასადილო დარბაზი, სპორტული მოედანი, თუ აუზი), რომელიც ფერთა პალიტრით მკვეთრ კონტრასტს ქმნის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურასთან. რაც შეეხება ფასადს, ამ შემთხვევაში, საპირისპირო მიდგომას ვხვდებით. ექსტერიერში გამოყენებული ტონები სადა და მონოქრომულია, რათა მთელი კამპუსის ტერიტორიაზე ერთიანი იერსახე იყოს შენარჩუნებული.

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

No items found.
I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E