Bofill

Red Sol Resort

დერმი

კურორტი ალბანეთის ციცაბო სანაპირო ზოლშია მოქცეული. ეს ლოკაცია გარკვეულ გამოწვევებს ქმნის, თუმცა არსებული არქიტექტურა ზუსტად ერგება ლანშაფტს. კურორტი დაპროექტებულია ჭადრაკული კვადრატული პრინციპით. თითოეული ვილა არქიტექტურული გეგმით ერთმანეთის იდენტურია, თუმცა რელიეფის სხვადასხვაობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი მთის მაღლობზეა გაშენებული, ზოგი შედარებით დაბლა, მაინც მრავალფეროვნება იქმნება. არქიტექტურისადმი ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდა ლანდშაფტის უცვლელად შენარჩუნება. შენობებიდან სხვადასხვა მიმართულებით ზღვის პანორამული ხედები იშლება. თითოეულ ვილას აქვს თავისი ინდივიდუალური შესასვლელი შიდა ეზოდან. ფერდობის ზედა ნაწილში განთავსებული შენობებიდან პირდაპირი წვდომა გაქვს ღია ტერასებსა და სახურავებზე, სადაც საცურაო აუზებია განთავსებული. ვილებს შორის გადაადგილება საფეხმავლო გზით - გარე კიბეებით, ხიდებითა და ვერანდებიდან არის შესაძლებელი. ამგვარი განლაგება ჩრდილოეთ აფრიკის ტრადიციული კასბებისთვის არის დამახასიათებელი. Red Sol Resort-ის არქიტექტურაში სისადავე, გეომეტრიული ფორმები იკვეთება, რაც დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. ამ ადგილის მთავარი განმსაზღვრელი დეტალები თავისი ტოპოგრაფია, სინათლე და სამოძრაო არეალია.

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

Zoom

No items found.
I
M
M
O
B
I
L
I
A
R
E