Bofill
Verne Dhërmi
დერმი
დერმის კლდეებს შორის მოქცეული სასტუმროს ხედი მნახველის წინაშე თანდათანობით იშლება. კლდეში ნაკვეთი სასტუმროს ოთახები, შიდა ეზოები, კიბეები და დერეფნები შორი დისტანციიდან თვალს მოფარებულია. არქიტექტურაში გვხვდება შემდეგი დეტალები - ქვის არქიტრავები, შიშველი კლდეები, მქრქალი, ნაზი ვარდისფერი ბათქაში. სასტუმროს ექსტერიერი ბუნებრივად ეხამება სანაპირო ზოლს და გარემოს, ამიტომ მისი შორიდან შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ნომრები ერთიანი არქიტექტურული გეგმის მიხედვით არის დაპროექტებული. ოთახებს შორის განზრახ არის დატოვებული თავისუფალი სივრცეები, სადაც პატარა ეზოებია. სივრცეების ამგვარ განაწილებას სასტუმროს ინტერიერში მეტი სინათლე და სუფთა ჰაერი შემოაქვს და ამასთან, სოციალური დანიშნულებაც აქვს. სასტუმროში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბარს, რესტორანსა და საცურაო აუზს, რომელიც შენობის სახურავზეა განთავსებული. ეს სივრცეები ვიზუალურად და სივრცობრივად ზღვასთან და ბუნებასთან ერთიანობას ქმნის.









